Fight Nights ხვალიდან ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც ეყოლება

 

 

Fight Nights   ხვალიდან  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც ეყოლება.

Fight Nights მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრომოუტერული კომპანიაა, რომელის  ორთაბრძოლებს მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში საშუალოდ 750 000 – დან 1 100 000 ადამიანი უყურებს.

MMA არის შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება. ის წარმოადგენს სხვადასხვა სტილის და ტექნიკის ორთაბრძოლების ნაზავს.  სპორტსმენებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ დარტყმითი ტექნიკა, როგორც დგომში ასევე პარტერში.  MMA ბოლო პერიოდში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. MMA პირველ შეჯიბრებებს  ადგილი  1900 იანი წლების დასაწყისში ჰქონდა, ევროპაში, იაპონიასა და ფილიპინებში.  აღნიშნული ორგანიზაციის შეჯიბრებებში მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპორტის ვარსკვლავს როგორიცაა  მუჰამედ ალი,თანამედროვე სპორტსმენებს შორის კი ყველაზე პოპულარული კონორ მაკგრეგორა.მის ბრძოლებს  ხოსე ალდოსთან და დენის სილვერთან მსოფლიოს მასშტაბით  თვალი 2 750 000 ადამიანმა მიადევნა. ამერიკის შეერტებულ შტატებში პრომოუტერული კომპანია UFC ჩამოყალიბების შემდეგ ,   MMA- ის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. დღესდრეობით UFC – ის ორგანიზებით ყოველწლიურად 300-ზე მეტი შეჯიბრი ტარდება. სპორტის ეს სახეობა გადაიცემა მსოფლიოს 150 ქვეყანაში 22 სხვადასხვა ენაზე, მისი საშუალო სატელევიზიო შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენს 200-250 მილიონ დოლარს. ორგანიზაციამ  ამ მანჩვენებლით გაასწრო ფეხბურთის (MLS) სატელევიზიო შემოსავალს ამერიკაში და ყოველწლიურად უახლოვდება ამერიკის 4 წამყვან სპორტულ სახეობას (NBA, NFL, NHL, MLB).

Fight Nights  georgia წლის ბოლომდე ქართველ მაყურებელს მინიმუმ ორ ღონიშზიებას შესთავაზებს,მათ შორის პირველი 27 აგვისტოს ურეკში “black sea arena”

Fight Nights  georgia-s პრეზენტაცია 20 მაისი საგამოფენო ცენტრი „მეტრო“(ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორია) 20:30

 

 

 

მსგავსი სიახლეები