“მაესტრომ” გიორგი ისაკაძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა

127

 

 

შპს “სტუდია მაესტროს” გენრალურმა დირექტორმა ზურა ნაყეურმა გიორგი ისაკაძე გაათავისუფლა.

”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილას” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯრის გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია ”მაესტროდან” გათავისუფლების მთავარ მიზეზად, აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვა დასახელდა, – ამის შესახებ ”ბიზნესკონტაქტის” წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემაში განაცხადა.

გადაცემა “ბიზნესკონტაქტში” წამყვანმა განმარტა, რომ ”ტელეკომპანია ”მაესტრომ” ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”ბიზნესკონტაქტი”, ”საქმიანი დილა” და ”ანალიტიკა” ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს ელექტრონული ფოსტით გაიუგზავნეს, თუმცა გიორგი ისაკაძემ ეთერში სტუმრობისას განმარტა, რომ წერილის მიღებამდე მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბ ნაყეურთან რომელმაც მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეილების ავტორებად დამფუძნებლები დაასახელა.  მისი გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

”მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილის” და ”ანალიტიკის” გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო – გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორ აქამდე’, – განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.

ტელეკომპანია ”მაესტროდან” “საქმიანი დილასა” და “ბიზნეს-კონტაქტის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.