”TV ვინილი” – ახალი მუსიკალური არხი, რომელმაც მაყურებლის გული დროის მოკლე პერიოდში დაიპყრო

198

რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ტელესივრცეში ახალი სატელევიზიო არხი ,, TV ვინილი ” გამოჩნდა. ის ერთ-ერთი რეიტინგული რადიოს , ‘’რადიო ვინილის’’ სატელევიზიო ანალოგია. როგორც არხის შემქმნელები ამბობენ, ,,TV ვინილი”-ის დაბადება ,,რადიო ვინილის” ფორმატის პოპულარობას უკავშირდება.

ახალი მუსიკალური არხი ზუსტად პასუხობს მსმენელისა და მაყურებლის მოთხოვნებს, და სწორედ ამიტომაც, ძალიან მოკლე დროში მიიქცია ყურადღება. ,,TV ვინილი”-ის მუსიკალურ ბაზაში გასული სამი ათწლეულის, მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლების ყველაზე ცნობილი ჰიტებია თავმოყრილი. არხის მდიდარი არქივი, ასევე, საშუალებას აძლევს მაყურებელს გადაინაცვლოს იმ პერიოდში, როდესაც ქართული შოუ-ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა და თვალი გადაავლოს ქართველი მომღერლების კარგად ნაცნობ, საყვარელ და მონატრებულ ვიდეოკლიპებს.

არხის მთავარი რეჟისორი ეკა ღლონტი წარმატების საიდუმლოს ამხელს. ‘’არხის პოპულარობის მიზეზი არის ის დიდი ნოსტალგია რაც მაყურებელს აკავშირებს იმ მუსიკალურ კლიპებთან რომელთაც წლების წინ უსმენდა. ჩვენი რუბრიკები : “ქართული ვინილი (ყოველი საათის ნახევარზე ) და კინო-ვინილი (ყოველი საათის დასასრულს) აცოცხლებს ძველ ქართულ მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვიყვარდა და ყოველთვის გვემახსოვრება.’’

,,TV ვინილის“ მუსიკალური პროდიუსერი ნატალი გოგიჩაიშვილი- კი ყურადღებას ტელეკომპანიის მუსიკალურ კონტენტზე ამახვილებს. ამავე დროს არხის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ‘’სატელევიზიო სივრცეში ახალი არხია ,,TV ვინილი“ და ამის მიუხედავად, უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს. მუსიკალური კუთხით რომ ვისაუბროთ, აქ არის კონტენტი, რომელიც ყველა მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვისაა მისაღები- ყველა დროის ჰიტები, როგორც ქართული, ასევე უცხოური კინო-მუსიკა… ეთერში სულ რამდენიმე თვეა ვართ და ის გამოხმაურებები, რაც ამ მოკლე დროში , მაყურებლის მხრიდან მოდის, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ბადეზე ვმუშაობთ და ეტაპობრივად, ,,TV ვინილი“ ყველაზე მრავალფეროვანი და ყველასთვის საყვარელი სატელევიზიო არხი გახდება. ახლო მომავალში ვაპირებთ მაყურებელს საინტერესო რუბრიკები, გადაცემები და გამორჩეული პროექტები შევთავაზოთ.’’

არხის დირექტორი ილია კიკაბიძე თვლის რომ ქართულ ტელესივრცეში არსებულ დანაკლისს ახალი არხი შეავსებს. მისი თქმით ,,TV ვინილი” იმ ადამიანებმა დააარსეს, რომლებმაც ჯერ კიდევ 2000-2001 წლებში პირველი სტერეოს ნაქირავებ სიხშირეზე ქართული შოუ ბიზნესი ჩამოაყალიბეს. შესაბამისად ეს ‘’რადიო ვინილის’’ ანალოგი ტელეკომპანიის წარმატების საწინდარია. ‘’დღეს საქართველოში შოუბიზნესი აღარ არსებობს, ,,TV ვინილი” კი მისი გაჩენის წინაპირობაა. არხის დამფუძნებლები არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ სფეროს და აქვთ დიდი გამოცდილება. სამომავლოდ ტელეკომპანია გეგმავს თანამშრომლობას ნიჭიერ მუსიკოსებთან რაც მათ პოპულარობას გაზრდის. რაც შეეხება არხის პოპულარობას ამაზე საკაბელო ტელევიზიების მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნაც მეტყველებს, რომლებიც არხის სიგნალს საკუთარ ქსელში ჩასართავად ითხოვენ‘’.

ამჟამად ,,TV ვინილი” მაუწყებლობს საკაბელო ქსელის მეშვეობით და მისი პოვნა ყველა ქართული საკაბელო არხზეა შესაძლებელი. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, არხის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მისი მაუწყებლობა დაფარავს როგორც რეგიონებს აგრეთვე გავა სატელიტზე, რის შედეგადაც მისი ყურება საქართველოს საზღვრებს გარეთაც გახდება შესაძლებელი.