დავა “მაესტროს” სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით

138

დღეს საქალაქო სასამართლოში შ.პ.ს ტელეკომპანია „მაესტროსა“ და ილია კიკაბიძის კუთვნილ „მაესტროს“ სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სწორედ დღეს მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა „მაესტროს“ სავაჭრო ნიშანი მის კანონიერ მფლობელ  ილია კიკაბიძეს თუ გადაეცემა სტუდია „მაესტროს“.  შეგახსენებთ,  რომ ილია კიკაბიძეს, გიორგი გაჩეჩილაძის საჩივრის საფუძველზე დაახლოებით ერთი წელია რაც აკრძალული აქვს „მაესტროს“ სავაჭრო ნიშნის გამოყენება.