100 000 ნახვა 24 საათში, რამ დააინტერესა მაყურებელი

20 იანვრის ‘’ვინილის სტუმარი’’ სოციალურ ქსელ ფეისბუქში მხოლოდ 24 საათში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
‘’ვინილის სტუმარი’’ ქართული ვინილის გადაცემაა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 18:00-ზე ტალღაზე FM 93.1 იწყება. სტუმარი რომლის შესრულებულ სიმღერას სახელწოდებით ‘’ვიყავით ერთად’’ გვერდის 100 000-ზე მეტმა მომხარებელმა მხოლოდ ერთ დღე- ღამეში მოუსმინა ირმა სოხაძე იყო.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეისბუქ გვერდი ‘’ტვ-რადიო ვინილი’’ სოციალური ქსელის მომხარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად მას 200 000 გამომწერი ჰყავს, რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

გადაცემის წამყვანი ნატალი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ რადიოს ბაზაში თავმოყრილია მხოლოდ ქართული სიმღერები – ყველა დროისა და ჟანრის, ხალხური, საესტრადო, ქალაქური ჰიტები, კინომუსიკა.

‘’ რადიო “ქართულმა ვინილმა” დროის მცირე მონაკვეთში შეძლო გაეჩინა უამრავი მსმენელი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოხმაურებები რასაც ყოველდღიურად ვიღებთ მსმენელისგან და სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან სადაც ასევე იტვირთება გადაცემები. ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია გადაცემა “ქართული ვინილის სტუმარი” სადაც მოწვეულ მუსიკოსთან ვსაუბრობთ მისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, სტუმარი სპეციალურად ჩვენი მსმენელისთვის სიმღერებს ცოცხლად გიტარის თანხლებით ასრულებს. გადაცემის პოპულარობა, უამრავი გამოხმაურება თუნდაც ფეისბუქზე ვფიქრობ იმაზე მიანიშნებს რომ მსმენელი მონატრებულია ქართულ სიმღერებს, მათთვის საყვარელ მომღერლებს და ცოცხალ შესრულებას. ხშირად გვწერენ სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები, გვისმენენ და უთქვამთ რომ მათთვის ასეთი ფორმატის რადიოს არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის თითოეული მსმენელის კომპლიმენტი ძალიან დიდი სტიმულია.’’-აცხადებს ნატალი გოგიჩაიშვილი.

თავად მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატება მისმა ფორმატმა განაპირობა, რომელიც ქართულ მედია სივრცეში დროულად გამოჩნდა და სკუთარი ნიშა დაიკავა.

‘’ასეთი მასშტაბური გამოხმაურებით გაოგნებული და ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ ამგვარი წარმატების მიზეზი ისაა, რომ ის რასაც რადიო ‘’ქართული ვინილი’’ აკეთებს ძალიან დროულია. მირეკავენ და მიკავშირდებიან მეგობრები, რომლებიც ასევე გააოცა სოციალურ ქსელში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა. ასეთი რაღაცები კი შემთხვევით არ ხდება. ძალიან მოენატრა ხალხს ყველაფერი ქართული, ძველი სიმღერების ინტერპრეტაცია კი მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კულტურის სამინისტრო უამრავ ფულს, მილიონებს ხარჯავს უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე, ამ დროს კი ქართველ შემსრულებლებს განსაკუთრებულად უჭირთ თანხების მოძიება. დღევანდელმა ფაქტმა კი ეს დაადასტურა და თვალნათელი გახადა. მინდა რადიოს ‘’ქართულ ვინილი’’ მიბაძონ სხვებმაც, როგორც რადიოებმა ასევე ტელევიზიებმა. აკეთონ ქართული პროექტები, რაც დიდი სტიმული იქნება იმ კომპოზიტორებისთვის, რომლებიც წერენ სიმღერებს და შემდეგ უჯრაში ინახავენ. ვარ ძალიან ბედნიერი. ძალიან დიდი მადლობა, რადიო ‘’ქართულ ვინილ’’-ს, ‘’ტვ-რადიო ვინილს’’ და მამუკა ღლონტს.’’- განაცხადა ირმა სოხაძემ.

მსგავსი სიახლეები