„გიო პლუსი“ „100 000 – იანთა კლუბში“ გაწევრიანდა

160

100 000 ნახვა 24 საათში – 8 თებერვალს რადიოში „ქართული ვინილი“ სტუმრად გიო ხუციშვილის ბენდი „გიო პლუსი“ იყო. ძველი და ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ახალი, განსხვავებული ინტერპრეტაცია „ქართული ვინილის“ მსმენელმა პირდაპირ ეთერში, ცოცხალი შესრულებით მოისმინა.

„მესაიდუმლე“ ერთ-ერთია იმ სიმღერათაგან რომელზეც გიო ხუციშვილმა, ბაბი კირკიტაძემ, ზურა მახნიაშვილმა და მიშა ჩეკურიშვილმა ერთობლივად იმუშავეს, სწორედ ამ სიმღერით გახდა ჯგუფი „100 000 – იანთა კლუბის“ წევრი, „ტვ-რადიო ვინილის“ გვერდზე ვიდეოს 24 საათში 100 000 ზე მეტი მაყურებელი ყავდა.

გიო ხუციშვილი : „ის გამოხმაურებები რაც „ქართული ვინილის“ ეთერში ჩვენს სტუმრობას მოჰყვა ადასტურებს, რომ მსმენელს ქართული სიმღერა მოენატრა, ჩვენი სიმღერები კლასიკაა ახლებურად გაკეთებული, ჯგუფის წევრები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ვცდილობთ მსმენელს ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა შევთავაზოთ, გადაცემის შემდეგ დადებითი გამოხმაურებები არ წყდება ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და გვაძლევს სტიმულს მაქსიმალურად დავიხარჯოთ.“

„ვინილის სტუმარის“ წამყვანის ნატალი გოგიჩაიშვილის განმარტებით „100 000 – იანთა კლუბში“ ის მომღერლები მოხვდებიან, რომელთა ვიდეოებსაც „ტვ-რადიო ვინილის“ გვერდზე 100 000 – ზე მეტი მაყურებელი ეყოლება.

ნატალი გოგიჩაიშვილი: „კლუბის წევრობა განსაკუთრებული წარმატებაა ყველა მომღერლისთვის, როგორც იცით რადიოების „ქართული ვინილისა“ და „ვინილის“ პრემია „ოქროს ვინილი“ ყოველ წელს იმართება, წელს გარდა იმ ადამიანებისა რომლებიც ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისთვის დაჯილდოვდებიან სპეციალურ პრიზს მიიღებენ „100 000 – იანთა კლუბის“ წევრებიც.“