მექსიკასთან განცდილი მარცხის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრესასთან ისაუბრა.
“პირველ ტაიმში უჩვეულოდ ცუდად გამოვიყურებოდით. მხოლოდ მეორე ტაიმში მოვუმატეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ახლა შვედეთთან მატჩამდე ჩვენზე დიდი ზეწოლა წამოვა. პოტენციური მეტოქე მერვედფინალში? ახლა მხოლოდ შემდეგი შეხვედრისთვის კონცენტრირება მსურს” – აცხადებს ლიოვი.
შემდეგ მატჩს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 23 ივნისს შვედების წინააღმდეგ გამართავენ.