“იმ სახლში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ნახევარ წელზე მეტია აღარ ვცხოვრობ”

147

საბა კვირკველიას თქმით, მოსკოვში ბინა, რომელშიც ერთ-ერთი ქართველი გარდაცვლილი იპოვეს, მას აღარ ეკუთვნის და გარდაცვლილი მისი მეგობარი არ არის.

“უკვე ექვსი თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და იქ უკვე ნახევარი წელია აღარ ვყოფილვარ. 

გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. 

მე ახლა საქართველოში ვიმყოფები. ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ”, – აღნიშნა კვირკველიამ Sport24-თან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გუშინ გარდაცვლილი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საბა კვირკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი მცველის მეგობარი იყო, თუმცა, კვირკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.