პარლამენტში 7 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. ბატიაშვილის მოსმენა დაგეგმილია როგორც პლენარული სხდომის ფორმატში, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში.

ბატიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე მიდის, როცა მინისტრი მოსმენის ინიციატივით პარლამენტს თავად მიმართავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენასა და დაგეგმილ რეფორმებზე აპირებს საუბარს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

რაც შეეხება საკომიტეტო სხდომას, მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში ბატიაშვილი ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.