კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა

101

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული კი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, ახალწვეულებს შორის ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.

„კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთი ახალწვეული ემოციურ ფონზე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.