მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება

361

მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისი თქმით, სამღვდელოების წევრების მხრიდან ერთ შემთხვევაში ადგილი სექსუალურ მონობასაც ჰქონდა.

“პაპმა ბენედიქტემ გამოიჩინა სიმამაცე და დაშალა ქალთა კონგრეგაცი, რადგან იქ ქალებს ამონებდნენ. მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალურ მონობას. ვფიქრობ, ძალადობა გრძელდება“, – აღნიშნა რომის პაპმა.

პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკური ეკლესია პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რის გამოც, რამდენიმე მღვდელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ცნობისათვის, კათოლიკური ეკლესია არაერთხელ აღმოჩნდა მცირეწლოვანთა გახრწნის გამო ატეხილი სკანდალის ეპიცენტრში.

ბოლოს გასული წლის სექტემბერში გახმაურდა პედოფილიის შემთხვევები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პენსილვანიის შტატის ეპისკოპოსები და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. ეკლესია მალავდა ბევრ ასეთ შემთხვევას, მაგრამ ბოლოს ვეღარ შეძლო პრობლემის მიჩქმალვა _ პონტიფიკოსი ირლანდიაში შეხვდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ.

ბოლო 70 წლის განმავლობაში “წმინდა მამების” მსხვერპლი, გამოძიების მონაცემებით, სულ ცოტა, 1000 არასრულწლოვანი აღმოჩნდა.