საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერს შეხვდა

213

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახა კალაძემსალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გაააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაესწრო.