სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან სამი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორის, ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.
სტამბოლის ხელისუფლებამ შემთხვევის გაშუქება დროებით აკრძალა.