“პერსონა 2017” -ალექს კარო(ალექსანდრე კაროევი)

1056

სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაცია რიგით მეოთხე თბილისის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტი ალექს კარო (ალექსანდრე კაროევი) მოგვიყვება, რომელიც ასევე ლათინო სოციალური ცეკვების სტუდიის  “სალსა კალიენტე თბილისის“ ხელმძღვანელიც გახლავთ.

-ბატონო ალექს სანამ ფესტივალზე მოგვიყვებოდეთ თუ რა იგეგმება და რა ელოდება ცეკვის მოყვარულებს, მოკლედ რომ გვითხრათ რას ნიშნავს სოციალური ცეკვა და რით განსხვავდება ის სამეჯლისო ცეკვისგან?

ჩვენი დევიზია -შეიგრძენი თავისუფლება!  ალბათ სოციალურ ცეკვას ყველაზე კარგად ამ სიტყვებით ავხსნი, სოციალური ცეკვა არაა სამეჯლისო ის რასაც სტუდიებში ასწავლიან.  ეს უფრო სხეულის, ჟესტების ენით ცეკვაა, როდესაც პარტნიორი გაძლევს მინიშნებას და მეწყვილე მას მიჰყვება.  სრული თავისუფლება გაქვს ცეკვაში,  არ ხარ შეზღუდული არც ასაკში, არც პროფესიაში, არც ფორმაში … ეს არის სრული იმპროვიზაცია, რომელსაც იმ მომენტში იმ მუსიკაზე ცეკვავ და ამიტომ თითოეული ცეკვა არის ინდივიდუალირი, რითაც შენს ხასიათს განწყობას და შინაგან მდგომარეობას გამოხატავ.

თითქმის 5 წელია ხელმძღვანელობთ ფედერაციას და ასევე სტუდიას რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? როგორ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ცეკვა რომელიც სრულიად განსხვავებული და თამამი იყო?

სტუდია ყოველწლიურად იზრდება, წლების წინ სულ რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა, დღეს კი ათობით ადამიანი დადის ყოველდღიურად ცეკვის გაკვეთილებზე.  პასუხისმგებლობა ძალიან დიდია როდესაც ფედერაციას ხელმძღვანელობ, ცდილობ შექმნა სოციუმი  და სისტემა, რომელშიც  იმ ადამიანებსა და ჯგუფებს გააერთიანებ, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან ამ ცეკვების ცნობადობას საზოგადოებაში.  მინდა ფედერაცია სოციალური ცეკვების ბევრ სტუდიას აერთიანებდეს, ტარდებოდეს საერთაშორისო ფესტივალები, როგორსაც ახლა ვგეგმავთ, ვატარებდეთ ჩემპიონატებს, საშუალება გვქონდეს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალი დონის მასტერკლასებს დავესწროთ.

-სანამ სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ , როგორც ვიცით “პერსონა 2017”  გაქვთ მიღებული

დიახ 2017 წელს, მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო როდესაც ეს სტატუსი და ჯილდო მივიღე.  რიგით მეოთხე პერსონას დაჯილდოების ცერემონიალზე  იმ 50 ადამიანში მოვხვდი რომლებიც  სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისთვის,  სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და დააჯილდოვა. მსგავსი ჯილდო ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, იქნება ეს ბიზნესი კულტურა თუ საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს გაძლევს, რომ კიდევ უფრო განვითარდე და გაიზარდო. მეც ძალიან დიდი სტიმული მომცა რომ კიდევ უფრო ფართო მაშტაბებისთვის მიმეღწია და ფესტივალების ჩატარებაც უფრო თამამად დავიწყე.

-სოციალური ცეკვების საერთასორისო ინსტრუქტორი და ქორეოგრაფი როგორ ფიქრობთ საქართველოს აქვს თუ არა პოტენციალი დაეწიოს იმ ქვეყნებს სადაც ეს მიმართულება უკვე ათეულ წლებს ითვლის ?

პოტენციალი ნამდვილად დიდი აქვს,  მთელ შრომას ამაში ვდებ და როცა რაღაც ძალინ გინდა ის აუცილებლად გამოდის.   ძალიან ბევრი მოწვევა მაქვს  როგორც საერთაშორისო დონის ინსტრუქრორს მეზობელი და ევროპის ქვეყნებიდან, სადაც სოციალური ცეკვა პრაქტიკულად უმაღლეს დონეზეა. საქართველო ამ მიმართულებით საზღვრებს გარეთაც  წარვადგინე და მიხარია რომ მსოფლიო დონის პროფესიონალების გვერდით ვდგავარ და მათთან ერთად ვასწავლი.

რათქმაუნდა მარტო ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ  შეძლებს ადამიანი და განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ამ პერიოდში ჩვენ გავზარდეთ ჩვენივე მოსწავლეები, რომლებც დღეს თავად ასწავლიან ცეკვას.  სოციალური ცეკვის წრე იზრდება და მინდა კულტურული ტურიზმის თვალსაზრისით უფრო დიდი დაინტერესება ჰქონდეს, რადგან ფესტივალებზე 5000 -ზე მეტი ადამიანი ჩადის.

-რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო ფესტივალს, როგორც ავღნიშნეთ მეოთხედ ატარებთ, ამჯერად რა ელით ცეკვის მოყვარულებს და ვის შეეძლება მასში მონაწილეობა?

მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, არ არის აუცილებელი რომ კარგად ცეკვავდეს რადგან ტარდება მასტერკლასები, სადაც პირველ ნაბიჯებსაც კი ისწავლიან. ჩამოგვყავს mike faya რომელიც ალბათ ყველას უყვარს, იქნება ანიმაციები და არაჩვეულებრივი ცეკვის საღამოები ასე რომ არ უნდა გამოტოვოთ თუ გინდათ რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ