სპეციალური საგაზაფხულო აქცია ნისანის და ინფინიტის ავტომობილებზე

684

იაპონური ავტომობილების, ნისანის და ინფინიტის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „ჯეო ავტო 1“  მომხმარებლებს სთავაზობს გრანდიოზულ საგაზაფხულო აქციას. აქციის ფარგლებში ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მიიღეთ 7 500 ლარამდე ფასდაკლება სხვადასხვა მოდელებზე, შენაძენს  საჩუქარდ მოყვება ავტომობილის უფასო გაფორმება  და ორწლიანი უფასო სერვისული მომსახურება (ან 40 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება) ნისანის ავტორიზებული სერვის ცენტრისგან.

აქციის ფარგლებში ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს დამატებით 2 წლიან ქარხნულ გარანტიას, ნისანის ავტორიზებული სერვის ცენტრისგან. აქციის ფარგლებში შეძენილ ავტომობილზე, ჯამური გარანტია იქნება 5 წელი ან 150 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება. ასევე მოქმედებს საბანკო განვადება და ლიზინგი.

Nissan Sunny ყველაზე ეკონომიური და ბიუჯეტური ავტომობილი, რომელიც შექმნილია ყოველდღიური გადაადგილებისათვის. ამასთნავე გამორჩეულია იმითაც, რომ ის არა მხოლოდ პრაქტიკული საოჯახო ავტომობილია, არამედ საუკეთესოა კორპორატიული მიზნებისთვისაც. ავტომობილის გამორჩეულ თვისებათა შორისაა არნახული გამძლეობა, საწვავის ეკონომიურობის საუკეთესო მაჩვენებელი და წამოუდგენლად დიდი მოცულობა, როგორც წინა და უკანა სალონში, ასევე საბარგულში. გამოირჩევა სედანისთვის უჩვეულოდ მაღალი კლირენსით და წარმოდგენელია რამდენიმე კომპლექტაციაში.  Nissan Sunny–ის ღირებულება იწყება 33 000 ლარიდან.

Nissan Kicks პოპულალური ავტომობილი, რომელიც არის Nissan Juke–ის ღირსეული მემკვიდრე. ყველაზე  პრაქტიკული, საოჯახო,  მოთხოვნადი და გაყიდვადი ავტომობილი, რომელიც გამორჩეულია დიზაინითა და კომპაქტური ზომებით.  მას ასევე აქვს მოცულობითი სალონი;  დახვეწილი სტილი; გამორჩეული ფერები ეს ყველაფერი განსაკუთრებულს და თანამედროვეს ხდის მას  და მიმზიდველია ყველა გემოვნების ადამიანისათვის. Nissan Kicks –ის ღირებულება იწყება 41 900 ლარიდან.

Nissan X-Trail ერთ-ერთი საუკეთესო იაპონური  ქროსოვერია, რომელიც გამოირჩევა ნამდვილი იაპონური ხარისხით და ტრადიციულად მაღალი გამავლობით. Nissan X-Trail_ის უნიკალური თვისებათა შორისაა არნახული გამძლეობა, მრავალფეროვანი ოფციები, მოცულობითი და კომფორტული სალონი. ეს არის თანამედროვე დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და წარმოდგენელია რამდენიმე კომპლექტაციაში, როგორც ცალხიდიანი, ასევე ორხიდიანი ვარიანტებით. Nissan X-Trail –ის ღირებულება იწყება 55 000 ლარიდან.

Infiniti Q50 ფუფუნების საგანი, რომელსაც წარმოდგენილია რამდენიმე კომპლექტაციით რომელსაც აქვს 211 და 300 ცხენის ძალა. ყველაზე საიმედო და კომფორტული ავტომობილი, რომელიც გთავაზობთ მოცულობით ინტერიერს და კომფორტულ ტყავის სავარძლებს. ორმაგი ეკრანი, მულტიფუნქციონალური საჭე, მართვის კონტროლის სისტემების ერთობლიობა ქმნის შენს მგზავრობას კომფორტულს და უსაფრთხოს. Infiniti Q50 –ის ღირებულება იწყება 83 700 ლარიდან.

კომპანია „ჯეო ავტო“ – ნისანის და ინფინიტის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში – დაარსდა 2007 წლის დეკემბერში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანისა და ინფინიტის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების  როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანისა და ინფინიტის მოდელების მთელი სპექტრი. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური კადრებით.  კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია. დაარსებიდან დღემდე  „ჯეო ავტო“–მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ ინოვაციურ სიახლეს პირდება ავტომოყვარულებს.

მისამართი: საქართველო, თბილისი 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი, #4-ის მიმდებარედ   

ტელ.: (+995 32) 254 10 10; 254 10 01

იმეილი: marketing@nissan.com.ge

www.nissan.com.ge

www.facebook.com/NissanGeorgia