Google Pay ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

22

2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო
გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო
გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და
WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.
ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google
Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის
ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო
საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო
სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც
ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი.
მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას,
გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ
უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების
ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით
გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით).
თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ მოწყობილობაზე და ასოცირებულია
დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე.
ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით
მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური
და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა.
Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და
WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად
შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და
იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა
ნებისმიერი შენაძენისას“ – ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და
გენერალური მენეჯერი.

Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ
ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას მომხმარებლებისთვის
გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება
ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება – იგივე ვრცელდება საბარათე
ოპერაციებზეც.
ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური
მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და
ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის

თქვენი კომენტარი