როგორ გეხმარება ოპტიმო მაღაზიის გახსნის პროცესში?

41

როგორ გეხმარება ოპტიმო მაღაზიის გახსნის პროცესში?
მაღაზიის გახსნა მხოლოდ ფართის მოძიებით, იურიდიული სტატუსის დარეგისტრირებითა და პროდუქციის შესყიდვით არ შემოიფარგლება, უამრავი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის წარმატებას.
სანამ საზეიმო გახსნას მოაწყობთ,ობიექტზე დაინსტალირებული უნდა გქონდეთ მაღაზიის პროგრამა ოპტიმო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მარაგების მართვასა და სწრაფ გადახდებს, ასევე ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის მენეჯერს და მოლარეს საუკეთესო შედეგების მოსატანად.
რატომ უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ოპტიმოს დაყენება?
იმიტომ რომ ოპტიმო მასთან თანამშრომლობის ფარგლებში შემოგთავაზებთ უამრავ სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებას სპეციალურ ფასად მისივე პარტნიორებისგან.
ოპტიმოთი სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას უსაფრთხოების სისტემაზე, კამერებზე, ინტერნეტის გაყვანაზე, სალაროს ინვენტარზე (სალარო აპარატი, პრინტერი, POS მოწყობილობა და სხვა), აუდიტორულ თუ ბუღალტრულ მომსახურებაზე, ქონებისა და ბიზნესის დაზღვევაზე და.ა.შ.
ნებისმიერი ობიექტისთვის სათვალთვალო კამერებით უზრუნველყოფა ის მთავარი ამოცანაა, რომელიც ბიზნესისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიად უნდა იქცეს. ოპტიმოს მომხმარებლებს ქართული ბრენდი SAFE უსაფრთხოების სისტემებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:
• 15% იანი ფასდაკლება SAFE-ის პროდუქციაზე;
• 20% იანი ფასდაკლება მომსახურებაზე;
• უფასო კონსულტაცია;

კომპანია SAFE დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის სფეროა უსაფრთხოების სისტემების წარმოება, გაყიდვა, ინსტალაცია და შემდგომ პროგრამულ უზრუნველყოფა, მთავარი უპირატესობები კი გახლავთ:
• ხელმისაწვდომობა;
• მორგებული საგარანტიო პირობები;
• საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი პროდუქცია;
• პროდუქციის ასორტიმენტის და ხარისხის მუდმივი სრულყოფა;
• მზარდი საპარტნიორო ქსელი

გარდა ამისა, მაღაზიის გასახსნელად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ სავაჭრო ინვენტარი. ოპტიმოს პარტნიორი კი გახლავთ RS LINE, რომელიც წარმოადგენს საცალო და საბანკო ტექნიკისა და გადაწყვეტილებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად, მიიღებთ RS LINE-ის პროდუქტებსა და მომსახურებას 20%-იანი ფასდაკლებით და დაზოგავთ მეტს თქვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ სილქნეტი სთავაზობს ოპტიმოში ჩართულ ობიექტებს ინტერნეტიზაციას მათზე მორგებული პირობებით – 20%-იანი ფასდაკლება ფიქსირებულ პაკეტებზე და უფასო ინსტალაცია.
ოპტიმოს მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოთ სპეციალური პირობები საბუღალტრო მომსახურებაზეწამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიისგანNexia TA-ს

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის, Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას.

კომპანია აერთიანებს 250-მდე პროფესიონალს და 100-ზე მეტ სტუდენტსა და მოხალისეს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან და ავითარებენ ახალ ინსტრუმენტებს შემდეგ მიმართულებებში: აუდიტი, გადასახადები, ბუღალტერია, კონსალტინგი, იურიდიული მომსახურება, ციფრული ტექნოლოგიები.

სწორედ დარგის წამყვანი კომპანიები არიან ოპტიმოს პარტნიორები და მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში დაგეხმარებიან მაღაზიის გასნისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების შეღავათიან პირობებში მიღებაში.