თემურ ჭყონია: სანამ საბჭოთა ქართველები იარსებებენ სულ ასეთ დღეში ვიქნებით

534

საბჭოთა ქართველები უამრავი გვყავს პარლამენტში, მთავრობაში, ესენი იმდენად ელასტიურები არიან ყველაფერს ერგებიან და ყოველთის პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე და ბიზნესის დუმილზე დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არიან კატეგორია ბიზნესმენების, რომლებიც ძალიან მიბმულები არიან სახელმწიფო ტენდერებზე, მთავრობასთან ურთიერთობაზე და მაგათი პირადი კეთილდგეობა აგებულია ამ ურთიერთობაზე. არსებობს საბჭოთა ქართველი და სანამ საბჭოთა ქართველები იარსებებენ სულ ასეთ დღეში ვიქნებით“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის აზრით, საბჭოთა ქართველები უამრავი გვყავს პარლამენტში, მთავრობაშ ესენი იმდენად ელასტიურები არიან, რომ ყველაფერს ერგებიან და ყოველთის პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ
„ამიტომ არის საჭირო კიდევ გარკვეული დრო გავიაროთ, რომ რაღაცეები შეიცვალოს, საბჭოთა ქართველებმა უნდა დატოვონ პოზიციები, რადგან ისისნი ქვეყანას, ჩვენ, საზოგადოებას და მომავალსაც აზიანებენ“, – განაცხადა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში თემურ ჭყონიამ.