უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან ჟოლტ შემიენთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.