საქართველოს დღეს ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა იყო ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა გატარებული და გასატარებელი რეფორმები და პროგრესზე გაამახვილა ყურადღღება.