ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის მუშაობა შეჩერებულია

77

 

ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსახურის მუშაობა შეჩერებულია. 12 საათიანი კონტაქტი ეთერში არ გავიდა. რადიო „მაესტროს“ინფორმაციით, ამის მიზეზი თანამშრომელთა პროტესტი გახდა. კონკრეტულად რატომ თქვეს უარი ჟურნალისტებმა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა მაუწყებლობის უზრუნველყოფაზე ამის შესახებ ინფორამციას საჯარო რეესტრში დირექტორად რეგისტრირებული ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ინფორმაციას არ ფლობს. სატელეფონო ზარებს თავად ლევან გაჩეჩილაძე არ პასუხობს. გია გაჩეჩილაძემ კი, რომელიც შპს სტუდია მაესტროს 55%იანი წილის მფლობელია განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე ამ წუთებში მიმდინარეობს, კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენთვის უცნობია. გამოშვების ეთერში არ გასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა მაკა ასათიანი წარმოამდგენელი ვახო ჩახნაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ გაიმართა შეხვედრა ტალეკომპანიის თანამშრომლებთან, რომლებიც იმ 5 პუნქტიანი განცხადების პირობების შესრულებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას დამფუძნებლების მხრიდან. 12 საათიანი კონტაქტის ეთერში არ გასვლის ემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მამუკა ღლონტსაც, რომელიც გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა ტელევიზია დაიხუროს. ღლონტის განცხადებით  ის არ გეგმავს რომელიმე მხარესთან საუბარს, მომხდარის მიზეზებზე, თუმცა ამბობს რომ ტელევიზიის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, მას აქვს ინფორმაცია რომ პროტესტის მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა. „ მაესტრო კატასტროფულ მდგომარეობაშია და შესაძლოა საერთოდაც დაიხუროს . შეიძლება მათი ამოცანა ისიც იყო , რომ მაესტროს არ ეფუნქციონირა.“ განაცხადა მაესტროს ერთ- ერთმა ადამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. რამდენიმე დღის წინ “მაესტრომ” თურქსატით მაუწყებლობა შეწყვიტა, მიზეზი კომპანიის მხრიდან დავალიანებსი გადაუხდელობა იყო.