მაკა ასათიანის ადვოკატი – “რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო”

51

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო. როგორც გვენეტაძემ სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული.
“დღევანდელი პროცესი არის ქართული სამართალწარმოების სირცხვილი. აშკარა იყო შეთანხმებული მოქმედება იუსტიციის წარმომადგენელსა და გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელს შორის. რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება იყო წინასწარ დაწერილი და მოსამართლე იყო ზეწოლის ქვეშ. ჩვენგან დამოუკიდებელმა კრედიტორებმა დააყენეს საკითხი, რომ მათ არ სურდათ დირექტორის თაობაზე დაელოდონ დავის გადაწყვეტას, თუმცა სასამართლომ მაინც გადაწყვიტა ის, რომ კრება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე არ გაიმართოს. სასამართლო არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასული”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.