ვინ იმსახურებს პრემიას ,,ოქროს ვინილი“ ლელა წურწუმიას აზრით?

287

დაჯილდოვება ,,ოქროს ვინილი-2016“ წელს პირველად გაიმართება . პრემია , რომელიც რადიოებმა ,,ვინილი“ და ,,ქართული ვინილი“ დააწესეს, გადაეცემა  მუსიკალურ შემსრულებელს ან  ჯგუფს  ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საკუთარ მოსაზრებას  ახალი წამოწყებისა და პრემიის ლაურეატის შესახებ მომღერალი ლელა წურწუმია გამოთქვამს. მისი აზრით,  ძალიან მნიშვნელოვანია , რომ დაწესდა პრემია მუსიკალურ  სფეროში ღვაწლისთვის.

 

-,,გულწრფელად გეუბნებით,ამ პრემიას ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობა.  ის ადამიანები ვის შემოქმედებაზეც ჩვენ გავიზარდეთ. მათ  დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენი მუსიკალური გემოვნებისგანვითარებაზე, ჩვენს ცხოვრებაზე, მათ შორისაა  ქალბატონი  ინოლა გურგულია,  შოთა მილორავა, ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ ბარძიმაშვილი, ბუთხუზ ბასიალაია, ვაჟა აზარაშვილი,მარიკა კვალიაშვილი. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია და  ეს არის ქვეყნის სიმდიდრე.“

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვება ,,ოქროს ვინილი-2016“  17 დეკემბერს,  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება.