სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” გაიხსნა

55

სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოფიციალურად გახსნა.

თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის შემდეგ, ქვემო და ზემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება. 

პროექტის დასრულების შემდეგ, სვანეთიდან ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირება ორ საათში გახდება შესაძლებელი. 

ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა სვანეთში სტუმრობისას გააკეთა, სადაც სამთო კურორტის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა. 

პროექტის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.