კახა კალაძე – ” მეც ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება “მაესტროში”

116

მეც ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება “მაესტროში”, თუმცა ეს არის მეწილეებს შორის დავა, – ამის შესახებ “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, გაუგებარია რა ხდება ტელეკომპანიის ირგვლივ.

“რაც შეეხება “მაესტროს” და “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მე ვფიქრობ, ეს არის მეწილეებს შორის დავა. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხვდება, თუ რაშია საქმე, რა ხდება, რა ხდებოდა და ა.შ. მეც ამ საზოგადოების წარმომადგენელი ვარ. მეც ვერაფერი გავიგე რა ხდება. ეს არის დავა მეწილეებს შორის, თუმცა რა ხდებოდა მანამდე და რა ხდება ახლა, ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა კახი კალაძემ.

იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უჩა მამაცაშვილმა “მაესტროს” საქმე კახა კალაძეს გადააბარა და აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

“ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბატონი მამაცაშვილის მიმართ და მცდელობა, რომ ჩემს მიმართაც მოხდეს გარკვეული ბრალდებების გაჟღერება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.