რამდენიმედღიანი გაფიცვის და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ტყიბულში საქნახშირის შენობასთან გვიან ღამით ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები და სტუდენტები საქნახშირის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რა დროსაც ჭიშკარი დაზიანდა. ცოტა ხანში კი, მას შემდეგ, რაც შენობაში კარიდან შესვლის საშუალება დაცვამ არ მისცა, ისინი ფანჯრიდან გადავიდნენ. შენობა აქციის მონაწილეებს, თითქმის, ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და შეჭრილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. აქციი მონაწილეებმა კვლავ შენობის გარეთ გადაინაცვლა.