საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას-გიორგი მარგველაშვილი

125

ეროვნულმა უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.
აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

“ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში, ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა – აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატო-ს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართ.

ჩვენი პოზიცია და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ.