მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა . ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან დღეს, 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ ბაქოს რეისით ჩამოვიდა.
ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.
ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და მათ პატიმრობა მიესაჯათ.