თემურ ჭყონია: ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკოსებმა ჩვენი ბედიც განსაზღვრეს და ეს ჩემთვის მიუღებელია!

53

პირველად არის ჩემს ცხოვრებაში რომ სწორ ანალიზს ვერ ვაკეთებ, რადგანაც ძალიან რთული ვითარებაა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ გაიხსნება.
მისივე თქმით, ბიზნესმენებისათვის, საზოგადოებისათვის, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან ჩართულები და ევროპასთან აქვთ პარტნიორული ურთიერთობები, არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში.
„მე ვფიქრობ, რომ ამ ცოტა ნაჩქარევი და გაურკვეველი გადაწყვეთილებით მომდევნო 4 წელი უბრალოდ არ გვექნება და, მერე რა იქნება – ისიც არ ვიცით. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და მათ გაუგებრობაში ავღმოვჩნდით ჩვენ, მოქალაქეები და ბიზნეს სექტორ, რომლებიც წლების განმავლობაშ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ მივისწრაფვით ევროპისკენ და ევროპული სტანდარტებისკენ. მე ვფიქრობ, რომ ამ ცოტა ნაჩქარევი და გაურკვეველი გადაწყვეთილებით მომდევნო 4 წელი უბრალოდ არ გვექნება და, მერე რა იქნება – ისიც არ ვიცით“, – განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენის შეფასებით, აღმჩნდა, რომ პოლიტიკოსებმა ჩვენი ბედიც განსაზღვრეს ამ გადაწყვეტილებით და ეს ჩემთვის მიუღებელია.
„ადამიანი თავის გადაწყვეტილებაშ არ უნდა იყოს შეზღუული და უნდა იყოს თავისუფალი. მე იმედს ვიტოვებ რომ რაღაც საკითხები შესაძლოა დარბილდეს, ვერ წარმომიდგენია რომ პოლიტიკოსები ევროპაში არ დადიოდნენ და არ ქონდეთ შეხვედრები. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ იმიტომ, რომ ის პარტნიორები რომლებიც ჩვენ გვყავდა, ჩვენი მეგობრები მხრებს იჩეჩავენ, რადგან ჩვენი ბედი ჩვენს ხელში არ არის“, – განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში.