პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 27 თებერვალს, თბილისის პროკურატურამ, საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით, გამოძიების ეტაპზე, მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ.
“გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და ვინაიდან, მოწმე განუსაზღვრელი ვადით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას, ბრალდების მხარემ მისი დაკითხვა სასამართლოს წინაშე განახორციელა”, – აცხადებენ სასამართლოში.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასამართლოს წინაშე პირის მოწმედ დაკითხვა დახურულ სხდომაზე ხდება.