ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებას გამოემხაურა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კომისიამ, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ევა გოცირიძეს უმაღლესი შეფასებები დაუწერა, რაც მისივე თქმით ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებაში ვერანაირ პრობლემებს ვერ ხედავენ იმ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებამ დაანგრია მითი, რომ ხელისუფლება ვერ ერევა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.