იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო თავდასხმად აფასებს და პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს.შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის კომპეტენცია 5-ქულიან სისტემაში ნახევარი ქულით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა – 0, ეკა ბესელიამ კი – 2 ქულით შეაფასა. პაპუაშვილს ხელისუფლებიდან ყველაზე მაღალი შეფასება 4,5 ქულა ვახტანგ ხმალაძემ მისცა .იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა გიორგი პაპუაშვილს, კიდევ ერთხელ გაეცნოს შედეგებს, რომელიც კომისიამ გუშინ დაამტკიცა.