პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა.”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, წუხელ ალექსი პეტრიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოინახულა.
ალასანიამ დავით უსუფაშვილს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მქონდა საშუალება ალექსი პეტრიაშვილთან მესაუბრა მომხდარ ფაქტზე. კიდევ ერთხელ შევძრწუნდი, რამხელა ცინიზმით იყო ჩადენილი ეს საზიზღარი დანაშაული. ალექსი პეტრიაშვილიც ელოდება როდის შეხვდება გამომძიებლებს და სრულ, დეტალურ აღწერას მიაწოდებს მომხდარი თავდასხმის და მკვლელობის მცდელობის შესახებ”, – განაცხადა ალასანიამ.