მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას აპროტესტებს

50
????????????????????????????????????

ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად განცხადება შეიტანა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მამუკა ახვლედიანი მისი თანამდებობიდან გადაყენებას უკანონოს უწოდებს.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ითხოვს, რომ მანამ, სანამ სასამართლო მსჯელობას არ დაასრულებს და გადაწყვეტილებას არ გამოიტანს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შესახებ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური უნდა დარჩეს.

მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის საბჭო საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს დანიშნავს, სამართლებრივ ბრძოლას აზრი აღარ ექნება.