საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

65

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი 1-ის წინააღმდეგ – საბჭომ მამუკა ახვლედიანის შემცვლელი აირჩია. არასამთავრობო სექტორისა და ადვოკატთა ასოციაციის პროტესტის მიუხედავად საქალაქო სასამრთლოს დღეიდან გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ვახტანგ მჭედლიშვილმა. პრეზიდენტის ქვოტით შესული მისი კანდიდატურა საბჭომ დაიწუნა, ასევე – მხარი არ დაუჭირა გიორგი ებანოიძეს.