საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი თანამდებობას არ დატოვებს. ასე უპასუხა ქუმსიშვილმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
“არავინ არ დატოვებს თანამდებობას – ყოველშემთხვევაში იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მანისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დატოვებენ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.