აშშ-ს საჰაერო ძალების განცხადებით, ისინი მზად არიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები გაუშვან. “ბომბდამშენები მზად არიან ზუსტი და ეფექტური ავიადარტყმების განსახორციელებლად სირიაში სამხედრო დავალებების შესაბამისად”- განაცხადა აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა დებორა ჯეიმსმა პენტაგონში გუშინ გამართულ ბრიფინგზე. ავიადარტყმების დრო მოგვიანებით დაზუსტდება, დასძინა ჯეიმსმა.
სტრატეგიული ბომბდამშენი კომპანია ბოინგთან ერთად იქნა მოდიფიცირებული. თავდაპირველად მისი ამოცანა ბირთვული იარაღის გადატანი იყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამჯერად, ბომბდამშენთა მისია იქნება გადაიბაროს საჰაერო დარტყმების ამოცანები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, განმარტა ჯეიმსმა.