საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 3 თებერვალს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, კვლავ 8.0 %-ზე დატოვა.