ევროკომისიის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შეფასებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს

24

ევროკომისიის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შეფასებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას კი ზაფხულამდე ელოდებიან.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ უვიზოდ მიმოსვლა დაჩქარებული წესით მიიღონ.

თავისუფალი დემოკრატები ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ივნის-ივლისში ელოდებიან.