“იჯარის ხელშეკრულება თუ არ გაგრძელდება, “მაესტროს” ამჟამინდელ შენობაში ძალით შესვლას არ აპირებენ”-გია გაჩეჩილაძე

41

ახალი “მაესტრო” ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებას იგივე სახელითა და ლოგოთი დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა , გია გაჩეჩილაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, იჯარის ხელშეკრულება თუ არ გაგრძელდება, “მაესტროს” ამჟამინდელ შენობაში ძალით შესვლას არ აპირებენ. გაჩეჩილაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას “მაესტროს” ამჟამინდელ ლოგოსთან და სახელთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იურიდიულად ამის შესახებ დავა გაგრძელდება.