ბაჩო კიკაბიძე სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმას, რომლითაც შპს “ტელეკომპანია მაესტროს”, “მაესტროს” ლოგოს გამოყენება აეკრძალა.
მისი თქმით მაუწყებლობა არ შეწყდება და მოსახლეობა გაიგებს იმ ახალ ამბებს, რასაც 20 წელია იგებდა “მაესტროსგან”.
“დღეს დილით მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტი. შემიზღუდეს პირდაპირ ჩემი ქონება. ჩვენ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ გუშინ სხვანაირად მიიღო და დღეს სხვანაირად, აუცილებლად გავასაჩივრებთ. ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა გითხრათ, რომ მაუწყებლობა არ შეწყდება და მოსახლეობა გაიგებს იმ ახალ ამბებს, რასაც 20 წელია იგებდა “მაესტროსგან”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.