ორი აქციის პარალელურად, ამ წუთებში, უნივერისტეტის მეორე კორპუსში იკრიბებიან პროფესორები. ისინი აპირებენ, შექმნან საინიციატივო ჯგუფი და საკუთარი წინადადებებით მიმართონ სტუდენტებს.
პარალელურად, უნივერსიტეტის რექტორის მისაღებში, პროფესორთა იმ ნაწილის შიმშილობა გრძელდება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, ეს არ არის კონკრეტულად ჩვენი, უნივერსიტეტის პრობლემა. ეს არის ძალიან გლობალური პრობლემა. ჩვენ მანამდე ვაპირებთ ასეთი პროტესტის გაგრძელებას, სანამ ვითარება კანონის ჩარჩოში არ იქნება მიმართული,“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ დოლიძემ.