სტამბოლში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

87

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN turk იტყობინება.

აფეთქება ტურისტებით ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და კაფე-ბარებით. ადგილზე სასწრაფოდ დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. უკვე გამოჩნდა ვერტმფრენებიც. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ანკარაში მომხდარი აფეთქებეის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთმა მებრძოლებმა აიღეს. იანვარში კი სტამბოლში, სულთანაჰმედის მოედანზე მომხდარ აფეთქებას 13 ტურისტი ემსხვერპლა. თურქეთის საგარეო უწყება ტერორიზმის საფრთხის გამო არაერთხელ გააფრთხილეს. მომხდარის გამო გერმანიამ ანკარაში საელჩოს მუშაობა შეაჩერა. ასევე დაიხურა გერმანული სკოლები სტამბოლში.