უვადო პატიმრობამისჯილებს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ – თამარ ხიდაშელი

42

უვადო პატიმრობის გაუქმების თაობაზე პატრიარქის ინიციატივა ძალიან ჰუმანურია, თუმცა შეგახსენებთ, რომ უვადო პატიმრობამისჯილებს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა გაუცხადა.
დეპუტატის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ცოტა ხნის წინ განახორციელა, როცა პატიმრობის 20-წლიანი ვადა 15 წლამდე შემცირდა. მისივე თქმით, უფრო ლიბერალური გახდა პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება და უვადო პატიმრებს შესაძლებლობა მიეცათ პრეზიდენტს შეწყალება სთხოვონ.
“თუმცა ჩვენ შეიძლება კიდევ ვიფიქროთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატიმრებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ”, – აღნიშნა თამარ ხიდაშელმა.