გიორგი კვირიკაშვილმა და სესილია მალმსტრომმა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

40

ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გამოთქმულ ახალ ინიციატივებზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.