ბრიუსელის ტერაქტების დროს ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგი დე ბლოკმა განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა, მათ შორის არიან 40 სახელმწიფოს მოქალაქეები.
ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 150 ადამიანი გადის მკურნალობას, 61-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4 მათგანი კომატოზურ მდგომარეობაშია.
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.