„მელატონინი ამცირებს კორტიზოლის დონეს და თუ ის სათანადოდ არ წარმოიქმნა, კოტრიზოლის დონე არ შემცირდება და მას პირიქით სასტარტო კორტიზოლი დაემატება რაც ზრდის ინფაქტების, ინსულტებისა და თრომბოზების განვითარების საშიშროებას.
სეროტონინი წარმოიქმნება დღისით, იმისათვის რომ ის დასინთეზდეს ერთ -ერთი მნიშვნელოვანია დ ვიტამინი, სერატონინი გარდაიქმნება მალატონინად, ძილის ჰორმონად შესაბამისად თუ სერატონინი დღის განმავლობაში მცირე რაოდენბით წარმოიქმნა მელატონინიც ცოტა გამომუშავდება, ამიტომ ჩაძინებისა და ძილის ხარისხი იქნება საჭიროზე ნაკლები და იქნება ფხიზელი ძილი. ადამიანი დაახლოებით 8-10 ჯერ იღვიძებს ძილის პროცესში , მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელი ნერვული სისტემა ეს გამოღვიძებები არ გვახსოვს, მაგრამ თუ გამოღვიძებები დაგვამახსოვრდა ჩვენ გაქვს სტრესი.
დ ვიტამინის თვითმკურნალობა დამაზიანებელია, თუ დ ვიტამინი არასწორად და არაპროფესიონალის მიერაა დანიშნილი მან შეიძლება გამოიწვიოს თრომბოზების ინდუცირება, ასე ვთქვათ სისხლის შედედების სისტემაზე იმოქმედოს ცუდად!“
რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ძილსა და რა რისკების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს არასრულფასოვანი ძილის პროცესი – ამ თემაზე ექიმი პათოლოგანატომი, მეცნიერების პოპულარიზატორი დეა ყოლბაია რადიო „მაესტროს“ სამედიცინო გადაცემაში „მაესტროს ანატომია“ საუბრობს