გეშტალტთერაპია და კვებითი აშლილობა – თემაზე “საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის” პრეზიდენტი ანუკა კალმახელიძე საუბრობს. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს გადაცემიდან ვრცლად კი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ მაესტროს იუთუბ არხზე
„ადამიანის ორგანიზმი არის ერთი სისტემა და შეუძლებელია ფსიკიკაში მიმდინარე პროცესები არ აისახოს პიზიკურად სხეულზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს გონებაში ის გადაითარგმნება და ვრცელდება სხეულზე და როდესაც დისბალანსი დგება ადამიანი ცდილობს თავად დააბალანსოს იგი: მაგალითად მაკლია სიამოვნება ბედნიერება, ორგანიზმს სჭირდება ეს და ვიწყებთ ტკბილის მიღებას, რომელიც არის წუთიერი სიამოვნება, რომელიც იმ რეალურ დეფიციტს ვერ აკმაყოფილებს.
ადამიანის ორგანიზმი მიდრეკილია იმისკენ, რომ მიიღოს საკვების ის რაოდენობა, რაც შიმშილის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არის, რაც ფიზიკურად ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება, როდესაც ეს ირღვევა მაშინ საქმე გვაქვს კვებით აშლილობასთან და აქ შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რომელიც პირდაპირ იკვეთაბა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან.
თერაპია დიდ როლს თამაშობს იმის გაგემაში ესა თუ ის მოთხოვნილება საიდან მოდის, რა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება ჭარბი კვევა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი და სახვადასხვა სახის მოთხოვნილები, რომელიც არ არის გაცნობიერებული, მაგალითად უსაფრთხოების ან აგრესიის განცდა – ამ დროს ადამიანი იწყებს ჭამას.
პირდაპირი გაგებით წონა და სხეულის ფიგურა არ ემსახურება თვითშეფასებას, შესაძლებელია დავიკლაყოფილოთ სასურველი წონა, მაგრამ მაინც არ მოგვწონდეს ჩვენი თავი, ფსიქოთერაპიულ პროცესში ადამიანს შესაძლებლობა ექმნება გამოარკვიოს რა ჭირდება მას და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი
ურთიერთობა მეგობრებთან , მშეობლებთან, უარყოფა გარემოსგან … ამ ტკივილებს ადამიანები უმკლავდებიან კვებით
ჩვენ ასეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი იმატებს წონას იმისთვის რომ გახდეს დანახული, ის ითხოვს გარემოში რომ არ დარჩეს შეუმჩნეველი, მნიშვნელოვანია რომ ადამიანი იცნობდეს საკუთარ თავს და მუდმივად კონტაქტში იყოს საკუთარ თავთან, თერაპევტი უბრალოდ გეხმარებათ გაიცნოთ საკუთარი თავი და გამოერკვათ საკუთარ სურვილებში“- აღნიშნავს საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ანუკა კალმახელიძე რადიო “მაესტროს” სამედიცინო გადაცემაში “მაესტროს ანატომია”