“ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა “ინტერვიუში” ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. “ფედეტალისტების” ლიდერი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ამომრჩეველი ხმას მის პარტიას მისცემს. “მე მგონია, რომ ჩვენ მოგვცემენ ხმას. ჩვენში, მათ შორის გიგაში აქვთ რწმენა, პატიოსნების სჯერათ, იციან რომ წესებით ვმოქმედებთ. „ქართული ოცნების“ ხმებს წამოვიღებთ და ავიღებთ 20%-ს არჩევნებში”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვლმა რადიო “მაესტროს” ეთერში.