„მე ასე ვიტყვი, დღეს საქართველოს ეკონომიკას იზოლაციის ფუფუნება არ აქვს“, – ამის შესახებ ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.
„როდესაც ქვეყანა იზოლირებულია და როდესაც ქვეყანა ამბობს არც IMF მინდა, არც ევროპარლამენტი, არც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება და ევროკავშირი, რატომ ვქფირობთ, რომ ნებისმიერი კერძო და არასახელმწიფო ინსტიტუტი თუ ინვესტორი გადაწყვეტს გამოიხედოს საერთოდ საქართველოსკენ. აქ არის საუბარი იმ შედეგზე, რა შედეგსაც გამოიწვევს იზოლაცია“, – განაცხადა ვასილ რევიშვილმა რადიო „მაესტროს“ ეთერში.